08 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
აფეთქების საფრთხე და მასშტაბური ევაკუაცია ბელგიის პარლამენტში

აფეთქების საფრთხე და მასშტაბური ევაკუაცია ბელგიის პარლამენტში. საკანონმდებლო ორგანოში დაუდგენელმა პირმა დარეკა და დაცვა მოსალოდნელი აფეთქების შესახებ გააფრთხილა.

უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტში განგაში გამოაცხადა და ევაკუაცია დაიწყო. ამ დროისთვის შენობაში მხოლოდ სპეცსამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ.

სამართალდამცველები და კინოლოგები პარლამენტის ტერიტორიას ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობაზე ამოწმებენ.

დღის ამბები