08 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
ევროკავშირის ლიდერები მიგრანტების კრიზისის დასაძლევად მილიარდ ევროს გამოყოფენ

ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები მიგრანტების კრიზისის დასაძლევად მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ეს თანხა გაეროს სააგენტოების გავლით, იორდანიაში, ლიბანსა და თურქეთში ლტოლვილთა ჰუმანიტარულ უზრუნველყოფას უნდა მოხმარდეს.

საგანგებო სხდომაზე გადაწყდა, რომ ევროკავშირი გარე საზღვრების გაძლიერებას დაიწყებს. განსახილველ საკითხებს შორის, რომელიც მედიისთვის გახდა ცნობილი, არ იყო კვოტირების სისტემა, რომელიც ერთი დღით ადრე ბრიუსელში ევროპელმა შინაგან საქმეთა მინისტრებმა მიიღეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები