27 ივლისი 2024,   04:01
ვრცლად
მათი პრობლემა არც მელიაა და არც ხაბეიშვილი, მათი პრობლემაა ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს ინტერესებზე ორიენტირებული პარტია არაა - პაპუაშვილი

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება - პოლიტსაბჭოს გაფართოების გადაწყვეტილების მიუხედავად, ლევან ხაბეიშვილის მოწინააღმდეგეთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

მოთხოვნას თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის შესახებ, მარნეულისა და კახეთის რაიონული ორგანიზაციებიც შეუერთდნენ. სიღნაღის, თელავის, გურჯაანისა და ლაგოდეხის საკრებულოების ფრაქციის წევრები პარტიის დაშლამდე მიყვანაზე პასუხისმგებლობას მოქმედ ხელმძღვანელობას აკისრებენ და ხაბეიშვილის გადადგომასთან ერთად, ყრილობის მოწვევასა და ახალი მმართველი ორგანოს არჩევას ითხოვენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ენმ-ს პრობლემა არა თავმჯდომარეში, არამედ პარტიის არსშია, რომ "ნაცმოძრაობა" არ არის საქართველოს ინტერესებზე ორიენტირებული პარტია.

„მათი პრობლემა არ არის არც მელია და არც ხაბეიშვილი, მათი პრობლემა არის, რომ ეს არ არის საქართველოს ინტერესებზე ორიენტირებული პარტია. ეს არის ორგანიზაცია, ჯგუფი ადამიანების, რომლებიც სხვების კარნახით მოქმედებენ, მათ არა აქვთ დამოუკიდებელი მოქმედების არეალი. ისინი მოქმედებენ სხვისი კარნახით არა თუ ქართველი ხალხის ინტერესის საფუძველზე, არამედ ქართველი ხალხის ინტერესის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ეს არის პრობლემა და ვინ იქნება ხელმძღვანელობაში, როგორი კონსტრუქცია იქნება თუ სტრუქტურა, ამას არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, სანამ მათი მთავარი ლიდერი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა შემოაპარეს საქართველოში ასარევად, ასეთ ორგანიზაციასთან გვაქვს საქმე,“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები