08 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
მორიგი სატელიტური ფოტოები სირიაში რუსული სამხედრო თვითმფრინავების ყოფნის შესახებ

სირიაში რუსული სამხედრო თვითმფრინავების ყოფნის შესახებ მორიგი სატელიტური ფოტოები შეერთებული შტატების დაზვერვისა და უსაფრთხოების ანალიტიკოსებმა გამოაქვეყნეს.

ფოტოებზე 28 რუსული სამხედრო ავია გამანადგურებელი ჩანს, რომელიც ლათაკიაშია ბაზირებული.

ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ რუსეთი სირიაში ქვეითი სამხედროების გადაყვანისთვის ემზადება.

ოფიციალური მოსკოვი კი ამტკიცებს, რომ მისი სამხედრო აქტივობები სირიის ტერიტორიაზე მხოლოდ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება.

დღის ამბები