08 ოქტომბერი 2024,   22:31
ვრცლად
საფრანგეთი ორ საბრძოლო ხომალდ "მისტრალს" ეგვიპტეს მიყიდის

საფრანგეთი ორ საბრძოლო ხომალდ მისტრალს ეგვიპტეს მიყიდის. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.

მოლაპარაკებების დეტალები და ფასი არ საჯაროვდება, თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტის განმარტებით, ეგვიპტის შეთავაზებული პირობები მათთვის მისაღებია.

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, წელს, სადესანტო ხომალდების მიყიდვაზე საფრანგეთმა რუსეთს უარი უთხრა. გადაწყვეტილება უკრაინის კრიზისში რუსეთის მონაწილეობას უკავშირდება.

დღის ამბები