08 ოქტომბერი 2024,   22:31
ვრცლად
ბელარუსის თავდაცვის უწყება ავია წვრთნებს ატარებს

ავია წვრთნებს ატარებს ბელარუსის თავდაცვის უწყება, რომლის მიზანიც საჭიროების შემთხვევაში ავტო მაგისტრალების სამხედრო მიზნებით ათვისებაა.

წვრთნების ფარგლებში მინსკის რეგიონში მდებარე მაგისტრალზე სამხედრო თვითმფრინავების დაშვება პირველად მოხდა.

რამდნეიმე დღის წინ ბელარუსში რუსული ავია ბაზის შექმნის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება. ეს პირველი სრულმასშტაბიანი რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურა იქნება საბჭოთა კავშირის შემდეგ ბელარუსის ტერიტორიაზე.  

დღის ამბები