08 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
ყურბან-ბაირამის დღესასწაული - იემენში ტერორისტული აქტის შედეგად 25 ადამიანი მოკვდა

25 ადამიანი დაიღუპა, 40–მდე კი დაშავდა ყურბან–ბაირამის დღესასწაულზე იემენის დედაქალაქში მოწყობილი თავდასხმის შედეგად.

ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა სანააში, პოლიციის აკადემიის მახლობლად მდებარე მეჩეთში ლოცვის დროს აიფეთქა თავი.

პირველი აფეთქება უშუალოდ მეჩეთის შიგნით მოხდა, მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობა კი ტერორისტმა სალოცავის შესასვლელთან იმ დროს აამოქმედა, როდესაც ხალხი გარეთ გამოსვლას ცდილობდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ–ჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. 

 

 

დღის ამბები