08 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
მექაში ჭყლეტის შედეგად 310 ადამიანი დაიღუპა, 600-ზე მეტი კი დაშავდა

ყველაზე მასშტაბური ტრაგედია საუდის არაბეთში 2006 წლის შემდეგ. მექას მახლობლად ჰაჯის რიტუალის შესრულების დროს 310 ადამიანი დაიღუპა, 600-ზე მეტი კი დაშავდა.

გავრცელებული ცნობით, ჭყლეტა ქალაქ მინაში იმ დროს მოხდა, როდესაც მუსლიმები ეშმაკის განდევნის რიტუალს ასრულებდნენ. ამ დროს მორწმუნეები სვეტებს ქვებს ესვრიან.

ტრაგედიის ადგილზე 200-ზე მეტი სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. ჰაჯი მუსლიმებისთვის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური რიტუალია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები