08 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
„სააკაშვილის მიერ პრემიერის პოსტის დასაკავებლად მისი თანხმობაა საჭირო“ - პეტრე პოროშენკო

„მიხეილ სააკაშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დასაკავებლად მისი თანხმობაა საჭირო,“  -  ასე გამოეხმაურა პეტრე პოროშენკო ელექტრონულ პეტიციას, რომლის ავტორებიც უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ოდესის გუბერნატორის დანიშვნას უჭერენ მხარს.

პეტიციას უკვე 31 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, პრემიერ-მინისტრის დანიშვნის პროცედურის დასაწყებად აუცილებელი პირობა თავად კანდიდატის თანხმობაა. თუმცა, პოროშენკოს თქმითვე, მიხეილ სააკაშვილს ამ საკითხზე არ უსაუბრია. 

დღის ამბები