08 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
ბარაკ ობამა და ვლადიმერ პუტინი პირისპირ შეხვდებიან

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ბარაკ ობამასა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა გაიმართება. თეთრი სახლის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა უკრაინა იქნება.

ოფიციალური ვაშინგტონისგან განსხვავებით, სხვა თემებზე აკეთებს აქცენტს კრემლი. პუტინის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერი შეხვედრის ძირითად ნაწილს სირიის კრიზისს დაუთმობს.

პუტინი და ობამა ნიუ ორკში გაეროს 70–ე გენერალურ ასამბლეაზე ორშაბათს სიტყვით გამოვლენ. სწორედ ამის შემდეგ იგეგმება მათი პირისპირ შეხვედრა.

დღის ამბები