08 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
"სირიაში სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა გაძლიერდეს" - ვლადიმერ პუტინი

სირიის კრიზისზე, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებსა და მსოფლიო პოლიტიკის გამოწვევებზე ვლადიმერ პუტინმა ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში ისაუბრა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სირიაში სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა გაძლიერდეს და ხელისუფლებას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მეტი საშუალება უნდა მიეცეს.

პუტინის თქმით, კანონიერი ხელისუფლებების დამხობის მცდელობას ლიბიისა და ერაყის მსგავსი შედეგები მოაქვს.

ჟურნალისტმა, ჩარლი როუზმა, მას კითხა თუ რას მიიჩნევს შეერთებული შტატების პოზიტიურ პოლიტიკურ მხარედ. პუტინმა უპასუხა, რომ ეს არის გახსნილობა, რაც ამერიკას საშუალებას აძლევს, მოქალაქეების პოტენციალი თავისუფლად გამოიყენოს.

დღის ამბები