08 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
პოროშენკომ სამხედრო დოქტრინას, სადაც რუსეთი აგრესორადაა დაფიქსირებული, ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, ქვეყნის ახალ სამხედრო დოქტრინას მოაწერა ხელი, სადაც რუსეთი აგრესორად არის დაფიქსირებული.

ახალ რედაქციაში ხაზგასმულია, რომ ქვეყანას ამჟამად საფრთხე რუსული სამხედრო აგრესიის სახით ემუქრება, რაც ყირიმის დროებით ოკუპაციასა და აღმოსავლეთ უკრაინაში წარმოებულ საომარ მოქმედებებშია გამოხატული.

დოქტრინა ასევე ქვეყნის წინაშე არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ გამოწვევებსაც განსაზღვრავს, მათ შორის კი უმთავრესი რუსეთის მხრიდან უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევა და ევროპული არჩევანის საპირისპირო ქმედებებია. სამხედრო დოქტრინა უკვე ძალაში შევიდა.

 

დღის ამბები