08 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
ჰაჯის რიტუალზე ჭყლეტის შედეგად 717 პილიგრიმია გარდაცვლილი

ბოლო მონაცემებით მექაში ჰაჯის რიტუალზე ჭყლეტის შედეგად 717 პილიგრიმი გარდაიცვალა. დაშავებულთა რაოდენობა კი 800-ს აჭარბებს. საუდის არაბეთის პრინცმა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრიცაა, მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

მექაში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვეს გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა და რომის პაპმა ფრანცისკემ.

ეს ამ თვეში მეორე ინციდენტია საუდის არაბეთში, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. რამდენიმე კვირის წინ მეჩეთში, ამწეს ჩამოვარდნის შედეგად 111 ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები