08 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
ავტოავარია სიეტლში - ავტობუსების შეჯახების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

4 ადამიანი დაიღუპა და 50-მდე დაშავდა, მათ შორის 9 მძიმედ, შეერთებული შტატების ქალაქ სიეტლში ორი ავტობუსის შეჯახების შედეგად. ინციდენტი სიეტლის ხიდზე მოხდა.

ავტობუსებიდან ერთ-ერთი ტურისტებს ემსახურებოდა. თვითმხილველთა თქმით, სწორედ მან დაკარგა მართვა, რის შემდეგაც ის მეორე ავრობუსს შეაჯახა.

ინციდენტის გამომწვევ მიზეზებსა და დეტალებს გამოძიება შეისწავლის.

დღის ამბები