08 ოქტომბერი 2024,   22:30
ვრცლად
რომის პაპი ფრანცისკე კონგრესში ისტორიული სიტყვით გამოვიდა

სამუშაო ადგილების შექმნა და საერთო კეთილდღეობაზე ზრუნვა - ეს ის ძირითადი მოწოდებებია, რაზეც რომის პაპმა ფრანცისკემ კონგრესში თავისი ისტორიული სიტყვით გამოსვლის დროს გაამახვილა ყურადღება.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა პონტიფიკოსი შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოს ესტუმრა. ვაშინგტონიდან პაპი ნიუ იორკში გაემგზავრა, სადაც გაეროში აპირებს სიტყვით გამოსვლას, მანამდე კი ნიუ იორკის წმინდა პატრიკის ტაძარში საღამოს ლოცვა ჩაატარა.

ვიზიტის ბოლოს კათოლიკური ეკლესიის ლიდერი ფილადელფიაში მილიონ ნახევარი ადამიანის წინაშე ჩაატარებს სახალხო მესას.

დღის ამბები