08 ოქტომბერი 2024,   22:30
ვრცლად
საუდის არაბეთში ჰაჯის რიტუალის წესების შეცვლაზე მსჯელობენ

საუდის არაბეთში ჰაჯის რიტუალის ორგანიზების წესების შეცვლაზე მსჯელობენ. ინიციატივა ქვეყნის მონარქმა მექაში გუშინ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ წამოაყენა. ბოლო მონაცემებით ჭყლეტვის შედეგად 717 მორწმუნე დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვი კი 800–ს აჭარბებს.

საუდის არაბეთის მეფე აცხადებს, რომ უსაფრთხოების სამსახურმა მომლოცველების მოძრაობის წესებში კორექტივები ისე უნდა შეიტანოს, რომ ცვლილებებმა რელიგიური რიტუალის მსვლელობა არ დაარღვიოს.

მექაში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვეს გაეროს გენერალურმა მდივანმა და რომის პაპმა. ირანის სულიერმა ლიდერმა კი პასუხისმგებლობა მომხდარზე საუდის არაბეთის ხელისუფლებას დააკისრა.

დღის ამბები