08 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მონა ლიზას ნეშტი აღმოაჩინეს

იტალიელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მონა ლიზას ნეშტი აღმოაჩინეს. სპეციალისტებმა წმინდა ურსულას ტაძარში მიმდინარე გათხრებისას ძვლების კიდევ რამდენიმე ფრაგმენტი იპოვეს. ნიმუშები უკვე გადაგზავნილია დნმ-ის ანალიზე.

გამოკვლევების შედეგებს კი ლიზა გერარდინის შვილებისგან აღებულ ნიმუშებს შეადარებენ, თუმცა მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ნეშტი სწორედ იმ ქალს ეკუთვნის, რომელიც ლეონარდო და ვინჩისთვის პოზირებდა.

ფლორენციაში მდებარე ტაძარში ჯოკონდოს ოჯახის სამარხს მეცნიერებმა 2011 წელს მიაკვლიეს და მასში 12 ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს. ამავე ტაძარში ნაპოვნი საეკლესიო ლიტერატურის თანახმად, სამარხში ლიზა გერარდინიც იყო დაკრძალული.

დღის ამბები