08 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
მთიან ყარაბაღში ვითარება ისევ დაძაბულია

მთიან ყარაბაღში ვითარება ისევ დაძაბულია. სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, 24 სექტემბერს აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს დასახლებების მიმართულებით, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა და კიდევ სამი დაიჭრა. ოფიციალური ბაქო ამ ფაქტს არ ადასტურებს და ერევანს დეზინფორმაციაში ადანაშაულებს.

ურთიერთბრალდებების ფონზე ცეცხლის შეწყვეტისკენ მხარეებს ეუთომ მოუწოდა. ორგანიზაცია აცხადებენ, რომ სომეხი და აზერბაიჯანელი სამხედროები ხშირად იყენებენ არტილერიასა და მძიმე შეიარაღებას, შეტაკებების შედეგად კი მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან.

ეუთო მოუწოდებს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მოლაპარაკება გამართონ. 

დღის ამბები