08 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
რუსეთი, ირანი და სირია ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გაერთიანდნენ

რუსეთი, ირანი და სირია ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გაერთიანდნენ. ამერიკული მედიის ინფორმაციით, სამმა ქვეყანამ სამხედრო საკოორდინაციო ცენტრი ჩამოაყალიბა, რომელიც ისლამისტი ტერორისტების წინააღმდეგ მებრძოლი შიიტი მეამბოხეების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

ფოქს ნიუსის ცნობით, საკოორდინაციო ცენტრი ერაყშია განლაგებული, თუმცა უცნობია, ჩართულია თუ არა ამ ცენტრის მუშაობაში ერაყის ხელისუფლება.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა სირიაში სამხედრო თვითმფრინავები გაგზავნა, ლატაკიას ბაზაზე დაშვებამდე კი თვითმფრინავები ირანში დაეშვნენ.

სირიის საკითხთან დაკავშირებით რუსეთმა თანამშრომლობა ირანთან და ისრაელთანაც დაიწყო.

დღის ამბები