08 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
პაბლო პიკასოს 14 წლის წინ მოპარული ნახატი საფრანგეთში დააბრუნეს

პაბლო პიკასოს 14 წლის წინ მოპარული ნახატი საფრანგეთში დააბრუნეს. ტილო პარიზში, პომპიდუს ცენტრში გამოფინეს.

ცერემონიას მხატვრის შვილიშვილი, ასევე საფრანგეთის კულტურის მინისტრი და ქვეყანაში შეერთებული შტატების ელჩი ესწრებოდნენ.

2001 წელს მოპარული ნახატი ამერიკელმა სამართალდამცველებმა გასულ წელს, ნიუ იორკის აეროპორტში აღმოაჩინეს, სადაც ის ბელგიიდან გაგზავნეს.

პიკასოს ეს ნამუშევარი კუბიზმის მიმდინარეობის ერთ-ერთ პირველ ნიმუშად მიიჩნევა. ნახატს მომდევნო 3 თვის განმავლობაში რესტავრაცია ჩაუტარდება.

დღის ამბები