08 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
უკრაინამ რუსულ ავიაკომპანიებს ქვეყანაში ფრენების განხორციელება აუკრძალა

უკრაინამ რუსულ ავიაკომპანიებს ქვეყანაში ფრენების განხორციელება აუკრძალა. განცხადება მთავრობის სხდომაზე არსენი იაცენიუკმა გააკეთა.

აკრძალვა აეროფლოტს და ტრანს აეროს ეხება, რომლებიც უკრაინაში სამგზავრო, სატრანზიტო და სატვირთო გადაზიდვებს ასრულებდნენ. უკრაინის საჰაერო სივრცე დაიხურება იმ სატრანზიტო რეისებისთვისაც, რომლებსაც სამხედრო დანიშნულების ტვირთები გადააქვთ.

რუსულ ავიაგადამზიდავებს შეზღუდვები 22 სექტემბერს ძალაში შესული სანქციების თანახმად შეეხოთ. ამას გარდა, უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურებს რუსული კომპანია კასპერსკის ლაბორატორიის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებაც აეკრძალათ.

მოსკოვში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური შეტყობინება კიევიდან ჯერ არ მიუღიათ.

დღის ამბები