08 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
აშშ უკრაინას თვითმფრინავებისა და მძიმე შეიარაღების დამაფიქსირებელ რადარებს გადასცემს

შეერთებული შტატები უკრაინას რუსეთთან საზღვრის გაძლიერებაში ეხმარება.

ვაშინგტონი კიევს ახალ რადარებს გადასცემს, რომელიც ქვეყანას სამხედრო თვითმფრინავებისა და მძიმე შეიარაღების დაფიქსირებაში დაეხმარება.

თანამედროვე რადიოსალოკაციო სადგური რუსეთის საზღვარზე წლის ბოლომდე დამონტაჟდება. მანამდე კი თანამედროვე ტექნოლოგიებს შეერთებულ შტატებში უკრაინელი სამხედროები ეცნობიან.

უკრაინას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში ნატოც ეხმარება.

ლვოვის ოლქში მასშტაბური სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს, რომელშიც 34 ქვეყნის 1100 სამხედრო მონაწილეობს.

სამხედროები ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური კატასტროფების შემთხვევაში ერთობლივი მოქმედების უნარებს ხვეწავენ.

დღის ამბები