08 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
ვაშინგტონი და პეკინი კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ

ვაშინგტონი და პეკინი კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ.

შეთანხმებას ბარაკ ობამამ და სი ცზინპინმა მიაღწიეს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჩინელი კოლეგა თეთრ სახლში მიიღო.

მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ მხარეები ექსპერტთა ჯგუფს ჩამოაყალიბებენ, რომლებიც კიბერდანაშაულისა და კრიზისულ სიტუაციებში ერთობლივი მუშაობის პრინციპებს შეაჯერებენ.

ორმხრივი შეხვედრის შემდეგ ჩინელი სტუმრისთვის თეთრ სახლში წვეულებაც მოეწყო.

შენობის გარეთ კი ასობით ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტები ჩინეთის პრეზიდენტს ბარაკ ობამასთან მოლაპარაკების დაწყების გამო აკრიტიკებდნენ.

მომიტინგეები აცხადებენ, რომ ვაშინგტონი მხოლოდ საკუთარ ინტერესებს იცავს და პეკინის მოკავშირე არასდროს გახდება. 

დღის ამბები