08 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
რუსეთმა სირიაში ზეზუსტი შეიარაღება, სამხედრო თვითმფრინავები და ვერტმფრენები განალაგა

რუსეთმა სირიაში ზეზუსტი შეიარაღება, სამხედრო თვითმფრინავები და ვერტმფრენები განალაგა.

ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია ამჯერად ჰესბოლას ლიდერმა დაადასტურა.

ჰასან ნასრალამ აღნიშნა, რომ მისი შიიტური დაჯგუფება სირიაში ბაშარ ალ ასადის მხარეს იბრძვის და სამთავრობო ძალებს ტერორისტებთან ბრძოლაში ეხმარება.

ჰესბოლას ლიდერმა მადლობა გადაუხადა მოსკოვს დამასკოს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ "რუსეთის დახმარების გარეშე ისლამური სახელმწიფოს დამარცხება შეუძლებელი იქნება".

ამერიკული მედია კი წერს, რომ მოსკოვი მზად არის, ნებისმიერ მომენტში საჰაერო იერიში განახორციელოს და ისლამისტების პოზიციები დაბომბოს.

ოპერაციისთვის უკვე მზად არის 28 მოიერიშე და გამანადგურებელი, რომლებიც მოსკოვმა ლატაკიას ავიაბაზაზე ფარულად განალაგა.

დღის ამბები