08 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
რომი პაპმა ნიუ–იორკელებს ღარიბთა და უსახლკაროთა დახმარებისკენ მოუწოდა

რომის პაპმა ნიუ–იორკის მედისონ სკვერზე მესა ჩაატარა.

პონტიფიკოსის მოსასმენად ნიუ–იორკის ცენტრში ოცი ათასამდე ადამიანი შეიკრიბა.

პაპმა ფრანცისკემ ნიუ–იორკელებს ღარიბთა და უსახლკაროთა დახმარებისკენ მოუწოდა.

რომის პაპმა 11 სექტემბრის ტერაქტების მემორიალი მოინახულა და გარდაცვლილების ხსოვნას მიაგო პატივი.

პონტიფიკოსმა ტერორის დამარცხების აუცილებლობაზე გაეროში ისაუბრა.

გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან მან ორი მთავარი გზავნილი გააჟღერა, -  მსოფლიო უნდა დაეხმაროს კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ ხალხს და გარემოს დაცვაზე უნდა იზრუნოს.

რომის პაპმა ნიუ–იორკში ვიზიტი ჰარლემის კათოლიკური სკოლისა და ცენტრალური პარკის მონახულებით დაასრულა და დღეს ფილადელფიაში მიემგზავრება. 

დღის ამბები