08 ოქტომბერი 2024,   22:31
ვრცლად
სერგეი ლავროვი და იენს სტოლნტენბერგი ნატო–რუსეთის ურთიერთობებს განიხილავენ

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სერგეი ლავროვი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება.

რუსეთის პირველი დიპლომატი იენს სტოლნტენბერგთან ნატო–რუსეთის ურთიერთობებს განიხილავს, რომელიც უკრაინის კრიზისის გამო უკიდურესად დაიძაბა.

გარდა ამისა, საუბარი შეეხევა საერთაშორისო უსაფრთხოებასა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებს.

ამავე თემებზე იქნება საუბარი 30 სექტემბერს გაეროს უშიშროების სხდომაზე, რომელიც მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში კონფლიქტების მოგვარებას მიეძღვნება.

ნატო-ს გენერალური მდივნის გარდა, სერგეი ლავროვს შეხვედრები აქვს დაგეგმილი ჯონ კერისთან, გაეროს გენერალურ მდივანთან და ევროკავშირის უმაღლეს კომისართან.

დღის ამბები