06 ივლისი 2024,   01:28
ვრცლად
ყაზბეგში დაკარგული მთამსვლელის სავარაუდო ადგილსამყოფელი ცნობილია - სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

ყაზბეგში დაკარგული მთამსვლელის სავარაუდო ადგილსამყოფელი ცნობილია. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. "კურიერის" ინფორმაციით, მას თან აქვს სპეციალური ელექტრომოწყობილობა, რომელიც სიგნალს გადასცემს და სწორედ მისი საშუალებით მოხდა ალპინისტის მოძიება.

მყინვარწვერის მარშრუტზე დაკარგულ 45 წლის მამაკაცთან ბოლო კომუნიკაცია 23 დეკემბერს შედგა. "კურიერის" ინფორმაციით, ის გამოცდილი მთამსვლელია და კოლეგებს ამინდის მკვეთრი გაუარესების დროს, საკუთარი კოორდინატები თავად გადასცა.

მთამსვლელები და მაშველები მას უკვე მეხუთე დღეა ეძებენ.

დღის ამბები