08 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
მექაში მომხდარი ტრაგედიის მიუხედავად, მომლოცველები ჰაჯის შესრულებას განაგრძობენ

მექაში მომხდარი ტრაგედიის მიუხედავად, მომლოცველები ჰაჯის შესრულებას განაგრძობენ. ათასობით პილიგრიმი რიტუალის მიხედვით არაფატის მთაზე ავიდა და იქ ილოცა.

მსხვერპლთშეწირვის ტრადიციის შემდეგ მორწმუნეები მინაში დაბრუნდნენ და ე.წ. ეშმაკის ჩაქოლვის რიტუალის შესრულებას შეუდგნენ. ათასობით მომლოცველი ალ–ჰარამის მეჩეთთან შეიკრიბა და კედელს ქვები დაუშინა.

მორწმუნეებმა ასევე იმ ადამიანების მოსახსენიებლად ილოცეს, რომლებიც ორი დღის წინ ჭყლეტვის დროს დაიღუპნენ.

ბოლო მონაცემებით, ტრაგედიის შედეგად 720–მდე ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები