08 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
ტაილანდში ტურისტული ნავების შეჯახების შედეგად 1 ტურისტი გარდაიცვალა და 22 დაშავდა

ტაილანდში უბედურ შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. მდინარეზე ერთმანეთს ორი ტურისტული ნავი შეეჯახა და ამოყირავდა.

მაშველების ინფორმაციით, ინცინდენტის შედეგად ერთი უნგრელი ტურისტი დაიღუპა. დაშავდა 22 უცხოელი. მათი უმეტესობა სამხრეთ კორეელები არიან.

დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.

ექიმების განცხადებით, ერთი პაციენტის მდგიმარეობა კრიტიკულია.

ავარიის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები