08 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
მთიან ყარაბაღში შეტაკებების გამო ერევანი ბაქოს მძიმე შეიარაღების გამოყენებით ემუქრება

სომხეთის მუქარა აზერბაიჯანს. მთიან ყარაბაღში ბოლო დღეებში მიმდინარე შეტაკებების გამო, ერევანი ბაქოს მძიმე შეიარაღების გამოყენებით ემუქრება.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ სამხედროები საარტილერიო და სარაკეტო სისტემებს გამოიყენებენ.

უწყებაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აზერბაიჯანულმა მხარემ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რამდენჯერმე გამოიყენა არტილერია.

"მოწინააღმდეგის მოგერიების მიზნით სომხეთის შეიარაღებული ძალები გამოიყენებენ საარტილერიო და სარაკეტო შეიარაღებას და აზერბაიჯანელი სამხედროების დისლოკაციის ადგილებს ესვრიან," – ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყება ეუთოს მისიას აფრთხილებს, რომ ბაქოს მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების პროვოცირებას იწვევს.

დღის ამბები