08 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
სომხეთი აზერბაიჯანს სადამსჯელო ოპერაციით ემუქრება

სომხეთი აზერბაიჯანს სადამსჯელო ოპერაციით ემუქრება. თავდაცვის სამინისტროს შემდეგ განცხადება უკვე ქვეყნის პრეზიდენტმაც გააკეთა.

სერჟ სარქისიანი მთიან ყარაბაღს სომხეთის განუყოფელ ტერიტორიად აცხადებს და ბაქოს 20-წლიანი ზავის დარღვევასა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში სდებს ბრალს.

ბოლო დღეებში მიმდინარე შეტაკებების შედეგად კონფლიქტის ზონაში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც.

ცეცხლის გახსნაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.

სერჟ სარქისიანის თქმით, თუ ცივილიზებული სამყარო ვერ ქმნის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის აუცილებელ მექანიზმს, სომხეთი მზად არის, აზერბაიჯანს პასუხი აგებინოს.

"როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ გვეშინია ომის, მაგრამ არ გვეშინია ბრძოლის, ეს არ არის ცარიელი სიტყვები," – აცხადებს სერჟ სარქისიანი.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ სამხედროები საარტილერიო და სარაკეტო სისტემებს გამოიყენებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები