19 სექტემბერი 2024,   05:17
ვრცლად
ვხედავთ, რომ ყველაფერი თითქმის იდეალურად ემთხვევა ჩრდილოეთ კორეის რაკეტას და არა სხვა რომელიმე იარაღს, რომელიც გამოუყენებიათ უკრაინაში - ანალიტიკოსი იოსტ ოლიმანსი

უკრაინაში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ოკუპანტების სამიზნე ხერსონისა და დნეპრის დასახლებული რაიონები გახდა. ამავდროულად, რუსეთი აღმოსავლეთის ფრონტსაც უტევს. საოკუპაციო ძალებმა ავდეევკაზე მასირებული შტურმი დაიწყეს.

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ პუტინი მიზანს ვერ მიაღწევს და მარტის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ავდეევკის აღებას ვერ შეძლებს.

პარალელურად, კინჯალის რაკეტებისა და ირანული შაჰედის დრონების შემდეგ, რუსეთის ხელში დამატებით ახალი საშიში იარაღი, ამჯერად უკვე ჩრდილოეთ კორეის წარმოებული რაკეტებია.

როგორც უკრაინულმა, ასევე ამერიკულმა ოფიციალურმა წყაროებმა დღეს დაადასტურეს ინფორმაცია, რომ 30 დეკემბერს და 2 იანვარს ხარკოვის დაბომბვის დროს რუსეთის არმიამ სწორედ ჩრდილოეთ კორეის მიერ მიწოდებული KN-23 ტიპის რაკეტები გამოიყენა.

ანალიტიკოსი და კონფლიქტოლოგი, ექსპერტი ჩრდილოეთ კორეის სამხედრო საკითხებში, იოსტ ოლიმანსი ამბობს, რომ კადრებში საკმაოდ ბევრი კომპონენტი ჩანს, მათ შორის როგორც რაკეტის კორპუსის ნაწილი,ასევე ძრავის განყოფილება და ეს ყველაფერი იდენტურია კორეული რაკეტის მახასიათებლების. 

"დამთხვევებია ძალიან მცირე დეტალებშიც კი, მაგალითად სადენებსა და ცალკეული ჭანჭიკების სახეობაში. ძრავის განყოფილება სრულად ემთხვევა კორეული რაკეტის ვიზუალს და არა სხვა რომელიმეს. ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაფერი თითქმის იდეალურად ემთხვევა ამ ჩრდილოეთ კორეის რაკეტას და არა სხვა რომელიმე იარაღს, რომელიც გამოუყენებიათ უკრაინაში. თუ ეს სისტემები დიდი მოცულობით იქნა მიწოდებული რუსები შეძლებენ ზეწოლას უკრაინის სამხედრო ობიექტებზე და დიახ, ეს ძალიან საყურადღებო ფაქტია," - ამბობს იოსტ ოლიმანსი.

"ვფიქრობ, ნამსხვრევები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ, ძალიან ჰგავს ჩრდილოეთ კორეის რაკეტას,- ამბობს მონტერეის მიდლბერის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის, აღმოსავლეთ აზიაში იარაღის არგავრცელების პროგრამის დირექტორი, ჯეფრი ლიუისი. 

მისი თქმით, KN 23-ს აქვს განსაკუთრებული მანევრირების უნარი.

"ვფიქრობ, ნამსხვრევები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ, ძალიან ჰგავს ჩრდილოეთ კორეის რაკეტას, სახელად (კა-ენ) KN 23, რომელიც ვნახეთ ქარხნებში მთელს ჩრდილოეთ კორეაში და რაც მთავარია, ის არ ჰგავს ნამსხვრევებს, რაც ჩვენ გვინახავს ცნობილი რუსული რაკეტებიდან. KN 23-ს აქვს განსაკუთრებული მანევრირების უნარი, რასაც აერო ბალისტიკური ტრაექტორია ჰქვია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მაღლა ადის და დაღმასვლის დაწყებისას რაკეტას შეუძლია ერთგვარად შემობრუნება, ტრაექტორიის ცვლილება," - აცხადებს ჯეფრი ლიუისი.

 

 

 

დღის ამბები