08 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა დაიგეგმა

ურთიერთბრალდებებისა და მუქარების შემდეგ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა დაიგეგმა. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა ეუთოს მისიამ მოითხოვა. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზება მოსთხოვეს.

ეუთოში აცხადებენ, რომ სასაზღვრო ზონაში დაძაბულობის დონე უნდა შემცირდეს და ამისათვის ორივე მხარემ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას. სერჟ სარქისიანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა წლის ბოლომდე გაიმართება.

ვითარება მთიან ყარაბაღში ბოლო დღეებში უკიდურესად დაიძაბა. ცეცხლის გახსნაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. ერევანი კი ბაქოს არტილერიისა და სარაკეტო სისტემების გამოყენებით დაემუქრა.

დღის ამბები