08 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
ლონდონში დასავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი მეჩეთი დაიწვა

ლონდონში მეჩეთი დაიწვა. საუბარია დასავლეთ ევროპაში არსებულ ყველაზე დიდ სალოცავზე, რომელიც 10 ათასზე მეტ მომლოცველს იტევს.

მეჩეთში ცეცხლი საღამოს საათებში გაჩნდა, როდესაც სალოცავში მომლოცველები იმყოფებოდნენ. სამაშველო სამსახურმა მორწმუნეების ევაკუაცია დროულად განახორციელა.

დაშავდა მხოლოდ ერთი ადამიანი. ცეცხლის ლოკალიზებისთვის ადგილზე ათი სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. საგამოძიებო ჯგუფის წინასწარი დასკვნით, დივერსიას ადგილი არ ჰქონია.

დღის ამბები