08 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
რუსეთმა და ესტონეთმა ჯაშუშები გაცვალეს

რუსეთმა და ესტონეთმა ჯაშუშები გაცვალეს. ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირების გადაცვლის ოპერაცია პსკოვის ოლქში განხორციელდა.

რუსეთმა ესტონურ მხარეს ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომელი ესტონ კოხვერი გადასცა, რომელიც რუსეთში რამდენიმე წლის წინ ჯაშუშობისთვის დააკავეს და ამერიკაში გაასამართეს.

ესტონეთიდან კი რუსეთში ალექსი დრესენი დაბრუნდა. ის ესტონეთის უსაფრთხოების პოლიციის დეპარტამენტის ოფიცერია, რომელიც სასჯელს რუსეთისთვის საიდუმლო მასალების გადაცემისთვის იხდიდა.

დრესენი ესტონეთის სპეცსამსახურებმა 2012 წელს დააკავეს და სახელმწიფოს ღალატისთვის 16 წელი მიუსაჯეს.

დღის ამბები