19 სექტემბერი 2024,   05:04
ვრცლად
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მესამე შეხვედრას გამართავს

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მესამე შეხვედრას გამართავს. გუნდი საბერძნეთთან მატჩს, დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყებს.

ჩვენმა გუნდმა B ჯგუფში აქამდე ორი მატჩი ჩაატარა და ორივეში დამარცხდა. საქართველოს ნაკრებს იტალიამ და უნგრეთმა სძლია. ჯგუფიდან მეოთხედფინალში ორი საუკეთესო გავა, მესამე-მეოთხეადგილოსნები კი, დარჩენილი 4 საგზურისთვის იბრძოლებენ.

დღის ამბები