სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გასული წელი შეაჯამა. ბოლო 11 თვის მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7%-ია, ინფლაციის მონაცემი კი, მიზნობრივზე დაბალი - 3%.
ეკონომიკური ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი ისეთმა სფეროებმა შეიტანეს, როგორებიცაა ვაჭრობა, მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა.
2023 წელს ინფლაციის დაბალ მაჩვენებელზე დადებითად იმოქმედა ზეთისა და მედიკამენტების ფასების კლებამ. მსუბუქი ავტომობილების, სპილენძისა და მადნების, ასევე ღვინოების ექსპორტის შედეგად, ქვეყანამ 5 ნახევარ მილიარდზე მეტი მიიღო. იმპორტიდან მიღებული შემოსავალი 14 მილიარდი დოლარია.
სტაბილური პარამეტრები ეკონომიკაში დადებითად აისახება უმუშევრობისა და სიღარიბის დონის კლებაზე, ფასების შემცირება კი მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას ზრდის. არსებული მონაცემები მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, სამომავლოდ, პოზიტიური პროგნოზის გაკეთების საშუალებას აძლევს.
გასული წლის ეკონომიკური პარამეტრები ექსპერტებმაც შეაფასეს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, ქვეყანაში სტაბილური გარემოს შენარჩუნება გადამწყვეტია.
2023 წლის ბოლო თვის სოციალურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური იანვრის ბოლოს გამოაქვეყნებს.