08 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
აფეთქება ოდესის ცენტრში

აფეთქება ოდესის ცენტრში. გამთენიისას ასაფეთქებელი მოწყობილობა უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ამოქმედდა. ძალოვანების ინფორმაციით, მომხდარის გამო არავინ დაშავებულა.

სამართალდამცველების განცხადებით, ბოროტმოქმედებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა უსაფრთხოების სამსახურის შენობის გვერდითა შესასვლელთან დაამონტაჟეს. ექსპერტების შეფასებით, აფეთქება 6 კილოგრამი ტროტილის ექვივალენტური იყო. დაზიანდა ახლომდებარე შენობებიც. გამოძიებამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

დღის ამბები