08 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
საფრანგეთმა ISIS-ის პოზიციები დაბომბა

საფრანგეთის ავიაციამ სირიაში პირველი იერიშები განახორვიელა. პარიზში აცხადებენ, რომ ავიაციამ ისლამური სახელმწიფოს პოზიციები დაბომბა.

ოპერაცია კი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც დაზვერვამ ტერორისტების დისლოკაციის შესახებ ინფორმაცია მოიპოვა.

დაკვირვება ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. პარალელურად, ავიაიერიშებს განაგრძობს სირიის ავიაციაც.

სამთავრობო ძალებმა ქალაქი ჰომსი დაბომბეს და რამდენიმე ობიექტი გაანადგურეს. სადამკვირვებლო მისიაში აცხადებენ, რომ იერიშების შედეგად 17 ადამიანია დაღუპული, მათ შორის ბავშვებიც.

დღის ამბები