01 ივლისი 2024,   14:29
ვრცლად
აშშ არ ეძებს "ჰუსიტებთან" ომს - ჯონ კირბი

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ არ ეძებს "ჰუსიტებთან" ომს. ამის შესახებ ჯონ კირბიმ თეთრი სახლის ტელეკონფერენციის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ვაშინგტონი არ ცდილობს კონფლიქტის გაფართოებას. კირბიმ ასევე აღნიშნა, რომ "ჰუსიტებს" აქვთ არჩევანის გაკეთების საშუალება და აქვთ დრო სწორი არჩევანის გასაკეთებლად, რაც თავდასხმების შეჩერებაა.

შეგახსენებთ, რომ წითელ ზღვაში ჰუსიტების გემებზე თავდასხმებმა მრავალი კომპანია დააზარალა და შეშფოთება გამოიწვია.

ჰუსიტების თქმით, ისინი პალესტინელების სოლიდარობის ნიშნად მოქმედებენ.

დღის ამბები