19 სექტემბერი 2024,   04:56
ვრცლად
"პოლიცია იყო დეზორგანიზებული და უმოქმედო, მასობრივი ხოცვის შეჩერება უფრო ადრე შეიძლებოდა" - აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან თავდასხმაზე იუსტიციის დეპარტამენტი ანგარიშს აქვეყნებს

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელსაც საზოგადოება დიდი ხანია ელოდა. საქმე ეხება 2022 წლის მაისში, ტეხასის შტატის ქალაქ უვალდეში მდებარე სკოლაში მომხდარ სროლას, რა დროსაც თავდამსხმელმა 19 ბავშვი და 2 ზრდასრული ადამიანი მოკლა. ანგარიშის თანახმად, მასობრივი ხოცვის შეჩერება უფრო ადრე შეიძლებოდა.

როგორც BBC წერს, 575-გვერდიან მოხსენებაში აღნიშნულია, რომ პოლიციამ სათანადოდ არ იმოქმედა. დოკუმენტში სამართალდამცველების ქაოსურ მოქმედებებზეა აქცენტი გაკეთებული.

"დოკუმენტი დაწვრილებით ასახავს თავდასხმაზე დეზორგანიზებულ და დაბნეულ პასუხს როგორც ადგილობრივი, ისე სახელმწიფო პოლიციის მხრიდან. იგი აღწერს, თუ როგორ გამოკეტა პოლიციამ ეჭვმიტანილი საკლასო ოთახში და ელოდა სარეზერვო დახმარებას კართან, ნაცვლად იმისა, რომ სასწრაფოდ შეჭრილიყო ოთახში და შეიარაღებული მამაკაცი დაეკავებინა. მოხსენებაში აღწერილია, თუ როგორ გაატარეს ოფიცრებმა 40 წუთი საკლასო ოთახის კარის გასაღების ძიებაში, რომელიც შესაძლოა, მთელი ამ დროის განმავლობაში, ისედაც ღია ყოფილიყო. "კარის სახელური არავის შეუმოწმებია“, - წერია ანგარიშში. იყო დიდი დაბნეულობა, მისკომუნიკაცია, გადაუდებელი გადაწყვეტილებებისა და განკარგულებების ნაკლებობა“, - წერია დოკუმენტში“. შედეგად, თავდამსხმელთან ერთად, 33 მოსწავლე და მათი 3 მასწავლებელი (მათ უმეტესობას თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა), ამ დროის განმავლობაში, რჩებოდა საკლასო ოთახში, რომელთანაც სამართალდამხველები იყვნენ“, - წერს BBC დკუმენტზე დაყრდნობით. 

2022 წლის მაისში მომხდარი სროლა აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან თავდასხმადაა მიჩნეული. უვალდეს დაწყებით სკოლას თავს 18 წლის სალვადორ რამოსი დაესხა თავს. მანამდე მან ბებია მოკლა. როგორც გუბერნატორმა გრეგ ებოტმა თქვა, რამოსი თავდასხმის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში წინასწარ აქვეყნებდა. რამოსი პოლიციამ ორმხრივი სროლის დროს მოკლა.

დღის ამბები