19 სექტემბერი 2024,   04:58
ვრცლად
"შავი ლომი" "კლერმონის" წინააღმდეგ - ხვალ მიხეილ მესხის არენაზე რაგბის "ჩელენჯ თასის" მორიგი შეხვედრა გაიმართება

"შავმა ლომმა" "კლერმონთან" მატჩამდე კაპიტნის ვარჯიში გამართა. რაგბის "ჩელენჯ თასის" მეოთხე ტურში, პირველი ქართული ფრანშიზი, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს - "კლერმონს" დაუპირისპირდება.

მატჩი თბილისში ხვალ, მიხეილ მესხის არენაზე, 17:00 საათზე დაიწყება.

"შავი ლომი" 3 ტურის შემდეგ, 1 მოგებით და 2 მარცხით, ჯგუფში მეხუთე ადგილზეა. ერთადერთი გამარჯვება ქართულმა გუნდმა უელსურ "სკარლეტსთან" მოიპოვა. "ჩელენჯ თასის" პლეიოფში ჯგუფიდან 4 საუკეთესო გუნდი გავა.

დღის ამბები