19 სექტემბერი 2024,   05:14
ვრცლად
მუსიკალური ფესტივალი ზამთრის კურორტებზე - საქართველოს ოთხივე კურორტზე წელს ტურისტების განსაკუთრებულ რაოდენობას ელიან

გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი და მესტია- საქართველოს ოთხივე ზამთრის კურორტზე წელს ტურისტების განსაკუთრებულ რაოდენობას ელიან. მიზეზი თოვლის კარგი საფარი, გამართული ინფრასტრუქტურა და ევროპულ სათხილამურო კურორტებთან შედარებით, დაბალი ფასებია.

ქართული ზამთრის კურორტების პოპულარიზაციისთვის, სპეციალურად ტურისტებისთვის 3- დღიანი მუსიკალური ფესტივალებიც დაიგეგმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სათხილამურო კურორტზე 3 დღიან ფესტივალს იწყებს. ახალი მუსიკალური პროექტი "იზ-გიზი" ათვლას გუდაურიდან 2 თებერვალს დაიწყებს. ზამთრის კურორტს უკვე უამრავი ვიზიტორი ჰყავს. ადგილობრივ ბიზნეს- სექტორს ამინდი და ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს, რომ ტურისტებმა კომფორტულად დაისვენონ.

ფესტივალი გუდაურიდან ეტაპობრივად გადაინაცვლებს ბაკურიანსა და მესტიაში. კურორტებზე მუსიკალური პროექტის დაწყების მიზანი შიდა ტურიზმის განვითარება და საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების მოზიდვაა.

გუდაურს, ბაკურიანსა და მესტიას კურორტი გოდერძიც უერთდება. ახალი მუსიკალური პროექტის ფარგლებში, ამ საკურორტო ზონაშიც ზამთრის გასართობი სოფლები მოეწყობა, დაგეგმილია თეატრალური წარმოდგენები და გასართობი აქტივობები.

ახალი მუსიკალური ფესტივალი 2- 4 თებერვალს გუდაურში, 9-11 თებერვალს ბაკურიანში, 17-18 თებერვალს გოდერძიზე, ხოლო 1-3 მარტს მესტიაში ჩატარდება.

 

დღის ამბები