29 ივნისი 2024,   10:37
ვრცლად
2024 წლის იანვარში ხმელთაშუა ზღვაში 100-მდე ადამიანი დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა - ერთ წელიწადში მაჩვენებელი ორჯერაა გაზრდილი

2024 წლის იანვარში ხმელთაშუა ზღვაში დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული მიგრანტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება, - ინფორმაციას Euronews-ი გაეროს მიგრაციის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის მხოლოდ ერთ თვეში, ხმელთაშუა ზღვაში 100-მდე ადამიანი დაიღუპა ან გაუჩინარდა.

რაც შეეხება ერთწლიან მაჩვენებლებს - 2023 წელს 3 041 მიგრანტია დაღუპული ან დაკარგული, რაც, 2022 წელთან შედარებით, მკვეთრად გაზრდილი მაჩვენებელია (2022 წელი: 2 411 დაღუპული ან დაკარგული).

ყოველწლიურად, ათასობით ადამიანი (ძირითადად, აფრიკის ქვეყნებიდან) ცდილობს, ევროპის კონტინენტამდე მიაღწიოს. მათი უმეტესობა ამისთვის ხმელთაშუა ზღვას კვეთს, თუმცა, ხშირად, ნავები გადატვირთვას ვერ უძლებს.

დღის ამბები