28 სექტემბერი 2024,   04:27
ვრცლად
კენიის დედაქალაქ ნაირობიში, გაზის აფეთქების შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა

კენიის დედაქალაქ ნაირობიში, გაზის აფეთქების შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 200-ზე მეტი. აფეთქება მოხდა ნაირობის გაზის ქარხანაში.

მთლიანად განადგურდა შენობა და ინფრასტრუქტურა. ხანძარი რამდენიმე საცხოვრებელ კომპლექსში გავრცელდა. კენიის წითელი ჯვრის განცხადებით, სასწრაფო დახმარების სამსახურმა ნაირობის საავადმყოფოებში 271 დაზარალებული გადაიყვანა.

დღის ამბები