28 სექტემბერი 2024,   04:31
ვრცლად
მასშტაბური აქციები საფრანგეთში, გერმანიაში, ფინეთში, იტალიაში, ბელგიასა და საბერძნეთში - საპროტესტო ტალღა თითქმის მთელს კონტინენტს მოედო

გერმანია სატრანსპორტო სისტემის პარალიზების პირისპირ დგას. თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ. არ მუშაობს ავტობუსების, ტრამვაისა და მეტროს ხაზები.

გაფიცულები დამსაქმებლებისგან ხელფასების ზრდასა და სამუშაო საათების შემცირებას მოითხოვენ. ანალოგიური მოთხოვნები აქვთ აეროპორტის თანამშრომლებსაც, რომელმაც მუშაობა ქვეყნის მთავარ 11 აეროპორტში 24 საათით შეაჩერეს. გადაიდო ან გაუქმდა ასობით რეისი. 25 ათასზე მეტი თანამშრომლის მიერ მუშაობის შეწყვეტით, აეროპორტებმა 250 მილიონ ევროზე მეტი ეკონომიკური ზარალი განიცადეს.

რეისების გაუქმება მხოლოდ ბავარიას არ შეეხო. გაფიცულ თანამშრომლებთან მოლაპარაკებები, სავარაუდოდ 5-6 თებერვალს ბერლინში გაიმართება, წინააღმდეგ შემთხვევაში აეროპორტები გაფიცვას გააგრძელებენ.

უკეთესი სამუშაო პირობების მოთხოვნით გაიფიცნენ ექიმებიც. ამ მოთხოვნებით პროტესტმა მასშტაბური სახე მიიღო საფრანგეთში, პოლონეთში, იტალიაში, საბერძნეთში, ფინეთსა და ბელგიაში. განსაკუთრებით აქტიურად საკუთარ უკმაყოფილებას ფერმერები გამოხატავენ. ისინი ტრაქტორების საშუალებით მთავარ გზატკეცილებს კეტავენ.

ფერმერები ევროკავშირის გარემოსდაცვით ახალ პოლიტიკას აპროტესტებენ, რის გამოც მათი საოჯახო ბიზნესი ზარალს განიცდის. ევროპის სასოფლო-სამეურნეო სისტემაში გარღვევას ფერმერები უკრაინის ომს უკავშირებენ, საიდანაც შემოსული იაფი იმპორტირებული პროდუქცია, მათ ბიზნესს არა კონკურენტულ ვითარებაში აყენებს. ფერმერები პროტესტის შეწყვეტას იქამდე არ აპირებენ სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

 

დღის ამბები