კლინიკების შეთავაზება მედიკოსებს - ექიმების პროტესტის ფონზე, ჯანდაცვის სამინისტრო მოლაპარაკებებისთვის მზაობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
13 კლინიკა მზადაა, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები დაასაქმოს. ჩამონათვალშია როგორც სახელმწიფო, ისე - კერძო კლინიკები:
• რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო;
• ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო;
• საჩხერის რაიონული საავადმყოფო;
• პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა;
• ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა;
• გ. ჟვანიას სახ. პედიატრიის აკადემიური კლინიკა;
• ჯეო ჰოსპიტალის ქსელი;
• კავკასიის მედიცინის ცენტრი;
• ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი;
• თბილისის ცენტრალური საავადმყოფო;
• იმედის კლინიკა;
• დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი;
• თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი.