29 ივნისი 2024,   11:47
ვრცლად
სოფელ მოლითში ჩამოწოლილი მეწყერის გამო მატარებლების მოძრაობა შეფერხებულია - საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

დასავლეთ საქართველოში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად რკინიგზის მოძრაობა შეჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზუგდიდი-თბილისის, ბათუმი-თბილისის და თბილისი-ფოთის რეისებზე მოძრავი შემადგენლობები საწყის სადგურებში დაბრუნდებიან.

"უხვი ნალექის გამო დასავლეთ საქართველოში, მოლითში ჩამოწვა მეწყერი და რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას, კონკრეტულად ზუგდიდი-თბილისის (869), ბათუმი-თბილისის (801) და თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავი შემადგენლობები დაბრუნდებიან საწყის სადგურებში.

აღნიშნული რეისების შესრულება დამოკიდებულია ამინდზე, მატარებელთა მოძრაობა განახლდება ლიანდაგის სრულად გაწმენდისთანავე", - აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები