22 ნოემბერი 2024,   23:48
ვრცლად
საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების პერსპექტივა - რა განმარტებას აკეთებს რობინ დანიგანი

რა პერსპექტივა აქვს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებას - რობინ დანიგანის თქმით, რა თქმა უნდა, აშშ-სთან უფრო ღრმა ეკონომიკური კავშირები ქვეყანას გააძლიერებს და შესაძლებელია, კონკრეტული მიმართულებები გაძლიერდეს.

"მე ვფიქრობ, ბევრმა ადამიანმა იცის, ბევრი ქვეყანა უშუალოდ არ მუშაობს თავისუფალ ვაჭრობაზე იმიტომ, რომ დიდი ხანი გრძელდება. მე ვუყურებ იმას, რომ შეიძლება კონკრეტული მიმართულებები განვითარდეს მაგალითად, თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის დარგში, მაღალი ტექნოლოგიების დარგში, ციფრული ეკონომიკის, და ვფიქრობ, რომ არსებობს ბევრი შესაძლებლობა, ცალკეულად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით," - აღნიშნა რობინ დანიგანმა.

დღის ამბები