29 ივნისი 2024,   12:00
ვრცლად
საქართველოში ვიზიტით ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე იმყოფება

საქართველოში ვიზიტით ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე იმყოფება. თავდაცვის უწყებაში გენერალ რობერტ ბრიგერს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირთან სამხედრო სფეროში პარტნიორობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

თავდაცვის ძალების მეთაურმა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა - შეხვედრაზე ერთიანი თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირთან თანამშრომლობის დინამიკაზე გაამახვილეს ყურადღება და ის მექანიზმები განიხილეს, რაც ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებას ისახავს მიზნად.

დღის ამბები